საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მათ განათლების რეფორმა წარუდგინა.
აქცენტი გაკეთდა შრომის ბაზრის ანალიზზე, პროფესიულ განათლებასა და კერძო სექტორის ჩართულობაზე რეფორმის განხორციელების პროცესში.
ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრას "პარაგრაფში" განათლების და ეკონომიკის მინისტრებიც დაესწრნენ.