17 აგვისტო 2026,   11:46
ვრცლად
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება - პარტნიორი ობიექტები მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სიურპრიზებს უწყობენ

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8 800 000 მგზავრზე მეტ და 30 000-ზე მეტ რეისს მოემსახურა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.

დღის ამბები