13 ივნისი 2026,   16:54
ვრცლად
ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერი, 28 საბრძოლო ვაზნა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ყ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, რევოლვერი და 28 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები