19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ქვეყნის რეგიონების მიმართულებით კომბინირებულ საჰაერო დარტყმას დრონებით და რაკეტებით ახორციელებენ.

ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ზაპოროჟიეში ჩამოშლილია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული, დაშავებულია 11 ადამიანი მათ შორის 6 ბავშვია, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

დარტყმა განხორციელდა კიევის ოლქზეც, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

დღის ამბები