21 ივნისი 2026,   12:28
ვრცლად
თურქეთი ისრაელს ღაზაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთი ისრაელს ღაზაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედებები "აშკარად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაც ძირს უთხრის ხანგრძლივი მშვიდობის იმედს და რეგიონულ უსაფრთხოებას".

"თურქეთი შეინარჩუნებს სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს რეგიონში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის მხარდაჭერას," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები