სამომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებზე მიიტანეს იერიში. არიან დაშავებულები.
განგაში იყო გამოცხადებული დრონებით შეტევის გამო რუსეთშიც. საუბარია მოსკოვის, ბრიანსკის, როსტოვის, კურსკის, კალუგისა და ტულის ოლქებზე. დაღუპულია ერთი ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით მათ 60-მდე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უპილოტო საფრენი აპარატებიდან მომდინარე საფრთხის გამო შერემეტიევოს აეროპორტი დროებით ისევ დაიხურა.