20 ივნისი 2026,   10:26
ვრცლად
მილანის "ინტერის" მეკარე 81 წლის მამაკაცს ავტომობილით შეეჯახა და მოკლა

იტალიაში, მილანის "ინტერის" სათადარიგო მეკარე, ხოსეპ მარტინესი 81 წლის მამაკაცს ავტომობილით შეეჯახა. მოხუცი, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდებოდა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელი "ინტერის" საწვრთნელ ბაზაზე, ვარჯიშზე მიდიოდა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. როგორც მედია იუწყება, მარტინესი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დღის ამბები