ჩერნობილის "აკრძალვის ზონაში", მოხალისეებმა ლურჯი ბეწვის მქონე ძაღლები აღმოაჩინეს. მკვლევრების თქმით, მათი უჩვეულო შეფერილობის მიუხედავად, ცხოველები ჯანმრთელები და აქტიურები ჩანან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მეცნიერები ეჭვობენ, რომ გარემოში გამოყოფილმა ქიმიკატებმა, შესაძლოა, ბეწვის ფერზე მოახდინა გავლენა.
ექსპერტების თქმით, ლურჯი ძაღლები ზონაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ და ისინი ამჟამად იკვლევენ, თუ რამ გამოიწვია ეს მუტაცია ან ქიმიური რეაქცია.
ადრე, გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩერნობილის ჯიშის ძაღლები 1986 წლის ავარიის შემდეგ მიტოვებული შინაური ცხოველების შთამომავლები არიან. ათწლეულების განმავლობაში, მათ რადიაციისა და მძიმე მეტალების მიმართ იმუნიტეტი განუვითარდათ.