კენიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც უნგრელი და გერმანელი ტურისტები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი თერთმეტივე ადამიანი დაიღუპა. Dailymail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და დაიწვა.
Mombasa Air Safari იტყობინება, რომ ბორტზე 10 მგზავრი იმყოფებოდა: რვა უნგრელი და ორი გერმანელი. თვითმფრინავის კაპიტანი კენიელი იყო.
„სამწუხაროდ, გადარჩენილები არ არიან“, - ნათქვამია Mombasa Air Safari-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის მართვის ორგანომ განაცხადა, რომ ჩამოვარდნა კვალეში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროსთან ახლოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8:30 საათზე მოხდა.
რეგიონული პოლიციის მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა მგზავრი ტურისტი იყო. ტელეარხი Citizen TV-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის მგზავრები ისე არიან დამწვრები, რომ მათი ამოცნობა ვერ ხერხდება.