"2017 წელს, გადაიდგა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველომ მოიპოვა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არ იყო საჩუქარი, ეს იყო ჩვენი ყველას შრომის შედეგი. ახლა კი, ეს მონაპოვარი საფრთხის წინაშეა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი, "გახარია საქართველოსთვის", გიგა ფარულავა პარლამენტში საუბრობს.
მისი განცხადებით, მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებისათვის.
"2017 წელს, გადაიდგა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველომ მოიპოვა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არ იყო საჩუქარი, ეს იყო ჩვენი ყველას შრომის შედეგი. ახლა კი, ეს მონაპოვარი საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ძალის მოქმედებები, რომელიც თავის პარტიულ ინტერესებს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებს, თავისსავე მონაპოვარს თავადვე სპობს. ჩვენი მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებისათვის, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მოქმედებენ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ," - აცხადებს გიგა ფარულავა.