ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს. კომპანიამ საკითხზე განცხადება თავად გაავრცელა.
უკვე დაწყებულია პოტენციური მყიდველების შეთავაზებების განხილვაც. "ლუკოილის" აქტივებს შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუმინეთში და ბულგარეთში, წილი ნიდერლანდების ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ევროკავშირისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში ბენზინგასამართი სადგურების ქსელი.
22 ოქტომბერს, ვაშინგტონმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, "ლუკოილს" და "როსნეფტს" და მათ შვილობილ კომპანიებს სანქციები დაუწესა.