20 ივნისი 2026,   10:21
ვრცლად
უნგრეთის პრემიერი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას შეცდომად მიიჩნევს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეცდომად მიიჩნევს.

ორბანი იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ვაშინგტონში ჩავა და ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე ამბობს, რომ უნგრეთი დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე და გაზზე, რის გარეშეც ენერგორესურსების ფასი მოიმატებს და გამოიწვევს დეფიციტს.

დღის ამბები