საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე 1 პირი დააკავა.
დაკავებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ,პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 900 დოლარი გამოართვა.
დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.