11 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, Google-მა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის განვითარება - ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, Google-მა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა თბილისის ტექნოპარკში Google--ის რეგიონული პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ. განიხილეს ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები და რისკები.

ამერიკული კორპორაციის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესაც შეხვდნენ. თამარ იოსელიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ციფრულ პროექტებსა და პროგრამებს, რაც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.

Google-ის პროექტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას და Google-ის გეოინტელექტის შესაძლებლობების ათვისებას ითვალისწინებს. მიღებული ცოდნა საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება.

დღის ამბები