პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის ევროკავშირის საელჩოდან გაგზავნილ წერილზე დღეს "კურიერმა" კითხვები პაველ ჰერჩინსკის დაუსვა. ელჩი ამბობს, რომ თემის განხილვაში ვერ შევა, წერილები კი დიპლომატიური მისიისთვის სტანდარტული პრაქტიკაა. მმართველი გუნდი ევროკავშირის საელჩოსგან შეცდომის აღიარებას ელოდება.
თემაზე განცხადება ორი დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და დაწერა, რომ ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს, აღიარონ არასწორი ქმედება და წერილი უკან გამოიხმონ, სხვა შემთხვევაში, ეს ტერორიზმის წახალისებად ჩაითვლება. პაველ ჰერჩინსკი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. მას კითხვები ევროპარლამენტის მხრიდან მზია ამაღლობელის დაჯილდოების შესახებაც დაუსვეს.
"ყველა დიპლომატიური მისიისთვის ეს სტანდარტული პრაქტიკაა, ვუპასუხოთ შეკითხვებს, რომელსაც ვიღებთ. მოქალაქეები გვწერენ წერილებს, და ჩვეულებისამებრ ჩვენ ვპასუხობთ. ეს კონკრეტული წერილი ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, უპასუხა ამ წერილს, წერილზე პასუხის გაცემით არაა აუცილებელი ვიზიარებდეთ მათ კერძო პოზიციას ვინც ეს წერილი გამოგვიგზავნა,"- აღნიშნა ჰეჩინსკიმ.
ბატონო ელჩო თქვენ აღნიშნეთ, რომ წერილი პასუხობდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს, თუმცა ჩვენ ვკითხულობთ, წერილში, რომ მოუწოდებთ, საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ფიქრობთ, თუ არა, რომ ზვიად ცეცხლაძე, უკანონოდაა დაკავებული?
"ამ კონკრეტულ შეკითხვას სამართლებრივმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ჩემი დელეგაციის მიერ შეკითხვის პასუხი, რომელიც მოქალაქემ დაწერა ეხებოდა უვიზო რეჟიმის საკითხს, ჩვენ უბრალოდ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. მე პირადად არ გამოვხატავ პირად შეხედულებებს წერილის ადრესატის მიმართ. წერილი ჩემს სახელზე იყო გამოგზავნილი, გავაგზავნეთ პასუხი. სულ ესაა,"- აცხადებს ჰერჩინსკი.
ბევრი მოქალაქე მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თქვენი წერილებით, პატიმრების მიმართ განცხადებებით, რომლებსაც ავრცელებთ მხარს უჭერთ საქართველოში რევოლუციას, ვერ შემდგარ დამხობას, როგორიც 4 ოქტომბერს ვიხილეთ, ასევე ხელისუფლების ცვლილებას. რა არის თვენი პოზიცია და საპირისპირო არგუმენტი ამის მიმართ?
"ნება მომეცით ნათლად განვაცხადო, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოში მხარს არ ვუჭერთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ადგილობრივ არჩევნებამდე 10 დღით ადრე ეს ძალიან ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ. ეს 27 ევროპული საელჩოს განცხადებაშიცაა ნათქვამი. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ დიალოგისკენ. იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან ღრმა და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი დიალოგია," - აცხადებს ჰერჩინსკი.
წაველ ჰერჩინკიმ ასევე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ნება მომეცით, ხმამაღლა და ნათლად განვაცხადო, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას. ნებისმიერ ფორმით და სახით, ნებისმიერ დროს და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ესაა ევროკავშირის პოზიცია. საქართველოს კონკრეტულ საკითხზე, 5 ოქტომბერს კაია კალასმა და მარტა კოსმა, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც მოუწოდებდა, ძალადობის არ განახლებისკენ.
რაც შეეხება პრიზს. მივესალმები, ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა გადაწყვიტა დაეჯილდოებინა სახაროვის ყოველწლიური პრემიით, ორი დაპატიმრებული ჟურნალისტი ანჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან. ევროპარლამენტისთვის ეს ორი ჟურნალისტი სიმბოლოა ჟურნალისტური თავისუფლების, გამბედაობის, გამოხატვის და მთავრობის კრიტიკის. ეს იყო ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ეს მათი არჩევანი იყო,"- განაცხადა ჰერჩინკიმ.