10 აგვისტო 2026,   15:06
ვრცლად
საქართველოში პირველად ვარ და იმედი მაქვს, არა უკანასკნელად - გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ გლობალური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში - "Quona Capital"-ის პარტნიორი

"აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" დედაქალაქი პირველად მასპინძლობს "თბილისის ფინანსურ სამიტს". ორდღიანი ღონისძიების მთავარი თემაა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება. სამიტს ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ექსპერტები, ფინანსური სექტორის და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები.

"Quona Capital"-ის პარტნიორი იოჰან ბოსინი საქართველოში ვიზიტზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ სურთ გლობალური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა.

"საქართველოში პირველად ვარ და იმედი მაქვს - არა უკანასკნელად. ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ გლობალური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის  მშენებლობაში. თუ დააკვირდებით ჩვენს ინვესტიციებს ლათინო ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მიხვდებით, რომ ჩვენ მდგრადი ეკონომიკის განვითარების ნაწილი ადრეული ეტაპიდანვე ვხდებით. ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ ეტაპზეა დღეს, შედარებით ადრეული ეტაპია, მაგრამ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ იმით, რასაც ვხედავთ“, - აცხადებს "Quona Capital"-ის პარტნიორი იოჰან ბოსინი.

დღის ამბები