19 ივნისი 2026,   20:29
ვრცლად
გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ აღარაა - შტატები ჩინეთმა ჩაანაცვლა

გერმანიის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები აღარაა. 2025 წლის პირველ 8 თვეში, აშშ ჩინეთმა ჩაანაცვლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, იანვრიდან აგვისტომდე გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან, ჯამში, 163.4 მილიარდი ევრო (190.7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო აშშ-სთან - 162.8 მილიარდი ევრო.

"ამერიკის შეერთებული შტატები 2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა, სავაჭრო დინამიკა წელს კვლავ შეიცვალა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებით და განახლებული ტარიფებით", - წერს Reuters-ი.

დღის ამბები