11 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
"ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა ქართველ კოლეგასთან... ჩვენ ვესწრაფვით, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის" - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა ქართველ კოლეგასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესწრაფვით, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის," - ამის შესახებ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაშიდ მერედოვმა საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა ხაზი გავუსვა თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინა ორ ვიზიტს, - ეს არის გამოხატულება, თუ რა დიდი ინტერესი გააჩნია საქართველოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარების მიმართ. მე მინდა ვისაუბრო პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობაზეც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა თურქმენეთში და ეს იყო ნიშანი ურთიერთობის გაძლიერების. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და თურქმენეთის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულ მხარეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა რაშიდ მერედოვმა.

დღის ამბები