მოთხოვნის შემთხვევაში, ბულგარეთი რუსეთის პრეზიდენტს ბუდაპეშტში ჩასასვლელად საჰაერო დერეფანს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, რომელსაც პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
მოსკოვს სოფიასთვის მსგავსი მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუს კოლეგას შეხვედრა დააანონსა უნგრეთის დედაქალაქში. შეხვედრის თარიღი და მარშრუტი ამ დროისთვის უცნობია.