ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზაში დარტყმების სერია განახორციელა. მედიის მონაცემებით, დარტყმებს 44 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. "ცახალის" ინფორმაციით, იერიშების სამიზნე, იარაღის საწყობები, საცეცხლე წერტილები და "ჰამასის" სხვა ინფრასტრუქტურა გახდა.
ისრაელელი სამხედროების განცხადებით, განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციის მიწისქვეშა გვირაბების 6 კილომეტრიანი მონაკვეთიც.
ისრაელის განმარტებით, სამხედრო მოქმედებების მიზეზი დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა გახდა. ირკვევა, რომ "ჰამასის" წევრები რაფაჰში სამხედროებს თავს დაესხნენ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც შეთანხმების მიხედვით ისრაელის კონტროლის ქვეშ რჩება. შედეგად, ორი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
"ცახალის" განცხადებით ისრაელი, გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას და, პარალელურად, მტკიცედ უპასუხებს მის ნებისმიერ დარღვევას.