19 ივნისი 2026,   07:16
ვრცლად
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, 4 თვის შემდეგ, მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ - ტრამპი და პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებიან

მოულოდნელი ნაბიჯი, რომელიც კიევისთვის ვაშინგტონის ახალი სამხედრო მხარდაჭერის ფონზე მოსკოვმა გადადგა - ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები 4 თვის შემდეგ, მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ! ახლო აღმოსავლეთში 2-წლიანი ომის თითქმის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის 4-წლიანი ომის დასრულებას გეგმავს. ეს ყველა მხარეს სურს, თუმცა - საკუთარი პირობებით.

ტრამპი-პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებიან. როგორც ამ დროისთვის ვიცით, უკრაინის პრეზიდენტი ამ შეხვედრას არ დაესწრება. რუსეთ-უკრაინის ომში მთავარ მედიატორს - დონალდ ტრამპს, რომელიც ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ომის დაწყებაში მის წინამორბედს ადანაშაულებს - სურს, რომ ეს ომი მშვიდობით დაასრულოს, და თუ ეს ასე მოხდება, მისი თქმით, ეს იქნება მეცხრე ომი, რომელიც ტრამპმა დაასრულა.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია 

დღის ამბები