"ყველაფერი, რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს, იყო კარგად დაგეგმილი და დიდი ხნის განმავლობაში კულტივირებული იდეა, რომელიც მათი წარმოდგენით, უნდა დასრულებულიყო წარმატებით, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საუბრობს.
მისი განცხადებით, პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელები, მაღალი თანამდებობის პირები.
"ყველაფერი, რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს, იყო კარგად დაგეგმილი და დიდი ხნის განმავლობაში კულტივირებული იდეა, რომელიც მათი წარმოდგენით, უნდა დასრულებულიყო წარმატებით, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანით. სამწუხაროა, მაგრამ ამაში ჩართულები ვიხილეთ უცხოელები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღემდე ცდილობენ, რომ ეს პროცესი არ ჩაქრეს და ექსტრემიზმმა, მისმა ენერგიამ არ მოიკლოს თბილისის ქუჩებში. ამის მაგალითებიც ვიხილეთ. ამ შეთქმულებაში მონაწილეობენ ადამიანები და 16 იქნება თუ 36, სწორედ ამ ბრალდებით უნდა აგებდნენ პასუხს. კონკრეტული ქმედებები ერთია, მაგრამ რეალურად, ამ პროცესში მონაწილეობა თავად არის საკმაოდ სერიოზული, მძიმე დანაშაული", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.