ბრიუსელში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მობილიზებული იყო სპეცრაზმი.
მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები კვამლის ყუმბარებს ისროდნენ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.
აქციების გამო, ბრიუსელში ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებული იყო. რამდენიმე ქალაქში გამართული აქციების ორგანიზატორები პროფკავშირები იყვნენ. ისინი საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების შემცირების გეგმას აპროტესტებდნენ.
დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.