ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს, სადაც განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავას დაგეგმილი აქვს მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან და ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან.