ისრაელსა და "ჰამასს" შორის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოეწერა. დოკუმენტი ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.
მიღწეულ შეთანხმებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის დღეს დიდებული დღეა.
"მადლობა თავდაცვის ძალების გმირ ჯარისკაცებს და უსაფრთხოების ძალებს, რომელთა გამბედაობისა და თავგანწირვის წყალობითაც მივაღწიეთ ამ დღეს", - წერს სოციალურ ქსელში ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მხარეების მიერ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერას დადებითად აფასებენ დიდ ბრიტანეთშიც.
"მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ახალ ამბავს", - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმესრი.