17 აგვისტო 2026,   11:05
ვრცლად
"თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა 2004-2012 წლებში, ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც" - ირაკლი კობახიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარინა ჩიტაშვილის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ 4 ოქტომბერი არარაციონალურად იყო დაგეგმილი და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ამ მოვლენებს გასროლა სისხლი და მსხვერპლი მოჰყვებოდა, პრემიერ-მინისტრი ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა 2004-2012 წლებში, ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

"ეს აჩვენებს იმას, რომ ტრაგიკული მდგომარეობაა ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემაში. რაც ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა 2004-2012 წლებში, ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. და მათ შორის, საკადრო საკითხებს ალაგებდა პირდაპირ მაშინდელი ავტორიტარული მმართველობა. ამის გამოძახილია, რომ მრავლად არიან დღესაც ასეთი ადამიანები უნივერსიტეტებში, მათ შორის - სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არის ტრაგიკული მოვლენა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები