19 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
პოლარულმა დათვებმა მიტოვებული საბჭოთა პოლარული კვლევითი სადგური დაიპყრეს

პოლარულმა დათვებმა რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულზე მდებარე მიტოვებული საბჭოთა პოლარული კვლევითი სადგური დაიპყრეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დათვების ოჯახი ბლოგერმა ვადიმ მახოროვმა დრონით გადაიღო. ისინი სადგურის მიმოფანტულ შენობებში დახეტიალებენ და ზაფრულის ბოლო დღეებს
ჩუკოტკის ზღვაში მდებარე კოლიუჩინის კუნძულზე ატარებენ.

"ვფიქრობ, ისინი ამ სახლებს ქარისგან, წვიმისგან და ა.შ. თავშესაფრად იყენებენ. საერთო ჯამში, ისინი იქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს“, - განუცხადა მახოროვმა Reuters-ს.

მედიის ცნობით, მეცნიერებმა კვლევითი სადგური საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ მიატოვეს.

დღის ამბები