სისხლიანი მესა მიჩიგანის შტატში - შეიარაღებული პირი ქალაქ გრანდ ბლანკის ერთ-ერთ ეკლესიაში საკვირაო მსახურების დროს შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 8 კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით, მსროლელი ლიკვიდირებულია, ის 40 წლის თომას ჯეიკობია.
მამაკაცი ეკლესიის წინა კარში სატვირთო მანქანით შევარდა, სროლის შემდეგ კი შენობას ცეცხლი წაუკიდა. FBI-თავდასხმას ამ ეტაპზე "ძალადობის მიზანმიმართული აქტის" კვალიფიკაციით იძიებს.