თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სასტუმრო Holiday Inn-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
"შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, გამოვცხადდით ადგილზე. მოხდა ნომერში ღონისძიების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.
როგორც შეტყობინებაში იყო აღნიშნული და სასტუმროს პერსონალმაც განაცხადა, გაიგეს, სავარაუდოდ, გასროლის ხმა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნომერში, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ.
დაკავებულია ერთი პიროვნება. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151- მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.