10 აგვისტო 2026,   15:03
ვრცლად
ლარისადმი მიძღვნილი მარკების სერია ქართულ და საერთაშორისო ფილატელისტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს - ნათია თურნავა

"ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" - ამ სახელწოდებით, საქართველოს ფოსტამ მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ქართული მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟი 30 000 ერთეულია.

"მოვჭერით საკოლექციო მონეტა, რომელიც ეძღვნება ლარის 30 წლის იუბილეს. დღეს ძალიან  მნიშვნელოვანია ასევე მარკების ახალი სერიის გამოშვება და ეს სერიაც ეძღვნება ლარს. ლარისადმი მიძღვნილი მარკების სერია ქართულ და საერთაშორისო ფილატელისტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

დღის ამბები