სამხრეთ ჩინეთში, ძლიერი ტაიფუნის გამო თითქმის 2 000 000 ადამიანი ევაკუირებულია. ქარიშხალმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სანაპირო ზოლს დაატყდა და ტაივანში უკვე გამოიწვია სასიკვდილო წყალდიდობა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტაიფუნმა "რაგასამ“, რომელიც მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერ შტორმად დასახელდა, ოთხშაბათს ჰონგ-კონგის ფინანსური ცენტრის და სამხრეთ ჩინეთის რამდენიმე რაიონის პარალიზება მოახდინა, გადაუარა ფილიპინების შორეულ კუნძულებსა და ტაივანის მთიან რეგიონებს.
ძლიერმა ქარიშხალმა ნგრევა, მეწყერი, წყალდიდობა და უზარმაზარი ტალღები გამოიწვია. ახლა ის ჩინეთის გუანდონგის პროვინციას უახლოვდება, სადაც მდებარეობს ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა შენჟენი და გუანჯოუ.
ცნობისთვის, სტიქიის შედეგად, ტაივანში სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მაშველები კიდევ 17 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.