ორშაბათს, დილით ადრე, სან-ფრანცისკოს ყურის რაიონში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც უამრავი ადამიანი გააღვიძა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ბიძგები 22 000-ზე მეტმა ადამიანმა იგრძნო. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, მიწისძვრა ბერკლის აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა. ბიძგები წყნარი ოკეანის დროით, დილის 3 საათამდე ცოტა ხნით ადრე დაფიქსირდა.
სან-ფრანცისკოს მერმა დენ ლურიმ, მიწისძვრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. "პირველი რეაგირების ჯგუფები აფასებენ ჩვენს ქალაქზე ზემოქმედებას და დღესვე გამოვაქვეყნებთ განახლებულ ინფორმაციას", - აღნიშნა მან.