ბრიუსელის აეროპორტში, მომსახურების მიმწოდებელზე კიბერშეტევა განხორციელდა. გაუქმებული და გადამისამართებულია 44 რეისი.
გრძელი რიგების თავიდან ასარიდებლად, ავიაკომპანიებს თავდაპირველად დაგეგმილი 257 რეისიდან ნახევრის გაუქმება სთხოვეს. საბოლოოდ, 38 გაუქმდა, ხოლო 6 სხვადასხვა აეროპორტში გადამისამართდა.
მედიის ცნობით, შეფერხებების აღმოსაფხვრელად, დაქირავებულია დამატებითი პერსონალი, თუმცა პრობლემები ოპერაციების განხორციელებაზე ისევ მოქმედებს. აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ურჩევს, თავიანთი რეისის სტატუსი ავიაკომპანიასთან შეამოწმონ და აეროპორტში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდნენ, თუ მათი რეისი დადასტურებული იქნება.