2026 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საიუბილეო წელია. ქვეყანა 1700 წლისთავს აღნიშნავს. "ის, რაც გვაერთიანებს" - მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.