24 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდს შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები