11 აგვისტო 2026,   03:43
ვრცლად
თბილისის საკრებულოში "თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის" ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოში "თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის" მობინადრეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

თავშესაფარში მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. მათ სწორედ იქ შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს, მათ შორის, იყო ნახატები, ნაქარგები, თიხისა და ხისგან დამზადებული ნაკეთობები და სუვენირები.

ღონისძიებას ნაშრომების ავტორები და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
დღის ამბები