20 ივნისი 2026,   01:13
ვრცლად
ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია ორი დივიზია

ღაზაში ისრაელი სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია ორი დივიზია. სამხედროები ქალაქის ცენტრისკენ მიიწევენ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე, ტერორისტული ორგანიზაციის 3 ათასი მებრძოლია გამაგრებული.

იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა - ბოლო 24 საათში 59 ადამიანი დაიღუპა და 386 დაიჭრა. "ცახალის" მონაცემებით, მილიონიანი ქალაქი მოსახლეობის 40%-მა უკვე დატოვა.

ისრაელი მოსახლეობის თვითევაკუაციისკენ მოუწოდებს. გაეროს ბავშვთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, დევნილებისთვის კონფლიქტის ზონაში უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს.

დღის ამბები