პროკურორები, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას, სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.
ტაილერ რობინსონს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
რობინსონს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლის ორი ეპიზოდი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რამაც მძიმე დაზიანება გამოიწვია, მოწმეზე ზემოქმედების ორი ეპიზოდი და ბავშვის თანდასწრებით ძალადობრივი ქმედების ჩადენა.