12 000 აბი "ექსტაზი" პოლიციამ დიდი ზომის ჩანთიდან ამიღო. "კურიერის" ინფორმაციით, ჩემოდანი ლატვიის მოქალაქეს ეკუთვნოდა. ის 44 წლის ევგენნი კოვალენკოა. ჩხრეკა კოვალენკოს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, ნინო ჟვანიას ქუჩაზე. ლატვიის მოქალაქეს ბინა ნაქირავები ჰქონდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ სამართალდამცველებმა დროებითი საცხოვრებლიდან ექსტაზის გარდა, სხვა ნარკოტიკიც ამოიღეს. "კოაინი ემდემა" და მარიხუანა, ასევე, წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორ და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად აღებული დიდი ოდენობით თანხაც.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი პოლიციამ 64 წლის მამაკაცის სახლიდანაც ამოიღო. "კურიერმა" მისი ვინაობა გაარკვია, ის ჯემალ გულარაშვილია და სხვადასხვა დანაშაულისთვის ბევრჯერაა ნასამართლევი.
საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცველებმა ზემო ვეძისში ჩაატარეს, სახლის გარდა გაჩხრიკეს გულარაშვილის ავტომობილიც, 64 წლის მამაკაცი მანქანაში სპეციალურ სამალავში 520 აბი "სუბოტექსს" ინახავდა.
რისთვის სჭირდებოდა გულარაშვილს 520 აბი "სუბოტექსი," ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება კოვალენკოს "კურიერი" ინფორმაციით, ის კლუბური ნარკოტიკის დაფასოებას და შემდეგ ქართულ კლუბებში გაყიდვას აპირებდა. ორივე მათგანი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციით დააკავეს.
აღიარებს თუ არა დანაშაულს ჯემალ გულარაშვილი, უცნობია. ლატვიის მოქალაქე ევგენი კოვალენსკო კი ჯერ დუმილის უფლებას იყენებს. ორივე მათგანი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. დანაშაულს, რომელსაც მათ გამოძიება ედავება, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალთვალებს.
საპოლიციო ღონისძიებები ნინო ჟვანიას ქუჩაზე და ზემო ვეძისის დასახლებაში გვიან ღამით ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უკვე მოიპოვეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება . დანაშაულის დეტალებზე ბრიფინგი დღეს შინაგანს საქმეთა სამინისტროში ჩატარდა.
კოვალენსკოს და გულარაშვილის საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით გრძელდება. არ არის გამორიცხული 260-ე მუხლი გადაკვალიფიცირდეს და ბრალი დამძიმდეს.