24 აგვისტო 2026,   05:32
ვრცლად
ლისის ტბაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ლისის ტბაზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა.

გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარათონს, ასევე შეუერთდნენ სამხედროების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.

მარათონის სტარტის აღებამდე, თავდაცვის ძალების ბენდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. გამარჯვებულებს ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ.

დღის ამბები