23 აგვისტო 2026,   22:07
ვრცლად
ოპოზიციის რომელ გეგმას უჭერენ მხარს საერთაშორისო პარტნიორები - კითხვა აქტუალური ხელისუფლების ოპონენტების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ გახდა

არჩევნებში მონაწილეობა, თუ ბოიკოტი და რევოლუცია? - ოპოზიციის რომელ გეგმას უჭერენ მხარს საერთაშორისო პარტნიორები? - კითხვა აქტუალური ხელისუფლების ოპონენტების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ გახდა.

"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ხელისუფლების ცვლილების რევოლუციურ გეგმაზე აქტიურად საუბრობს, ირწმუნება, რომ უცხოელები, მათ შორის ევროპელები ბოიკოტის მომხრეები არიან. საწინააღმდეგოს ამტკიცებს "ლელო", რომლის ლიდერიც ამბობს, რომ პარტნიორებს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის გამო პატიმრობის პირობებშიც კი არ უსაყვედურიათ. განცხადებები საჯაროდ გაკეთდა.

პარტნიორების საჯარო პოზიციებსაც და ოპოზიციას შორის დაპირისპირებასაც ტაქტიკურ გათვლას უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფებიც და არჩევნები მონაწილე პარტიებიც მხოლოდ დესტრუქციისკენ არიან მიმართულები. უმრავლესობის თქმით, რადიკალურ გეგმებს, რომელსაც პარტნიორები ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ლობირებენ, განხორციელება არ უწერია.

ანა წითლიძის ნათქვამის განმარტება დღეს მის პარტიაში სცადეს, თუმცა არ დააკონკრეტეს - ვინ უჭერს მხარს "ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციურ გეგმას, რომელსაც "ლელოს" საარჩევნო პარტნიორები გახარიას გუნდიდან საჯაროდ, კიდევ ერთხელ გაემიჯნენ.

რეალურად, რას უჭერენ მხარს დასავლელი პარტნიორები? - უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის რადიკალური გეგმის მხარდაჭერით ისინი პატივს არ სცემენ როგორც ქართველი ხალხის არჩევანს, ისე ევროპულ ღირებულებებს. შედეგი კი ი საზოგადოების განწყობაზეც აისახება.

4 ოქტომბრამდე თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს წინასწარ გამოცხადებული ე.წ. "მშვიდობიანი რევოლუციის" დღეა, ნაწილისთვის კი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 64 მუნიციპალიტეტში ტარდება.

დღის ამბები