ღვინის 8 000 წლიანი ისტორია, უძველესი ტრადიციები და თანამედროვე მეღვინეობის ტექნოლოგიები - სწორედ ამ გამოცდილების გასაცნობად, ქვეყანას სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან ღვინის სპეციალისტები ესტუმრნენ.
სომელიეები ქართლში და კახეთში ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.
დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი წარმოადგინეს.
ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის "მეიბურგ ვაინ მედია"-ს ორგანიზებით განხორციელდა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე აქტიურად ახორციელებენ, სამომავლოდ კი ქვეყანას სპეციალისტების არაერთი ჯგუფი ეწვევა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი