19 ივნისი 2026,   14:29
ვრცლად
ეს მოსმენა ცოტა არათანმიმდევრული მეჩვენება იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც ჩვენ ამერიკაში გვაქვს - სტივ კოენი კონგრესში ევროპაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე გამართულ მოსმენაზე

კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენმა კონგრესში ევროპაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსმენას არათანმიმდევრული უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკაში ამ მიმართულებით არანაკლები პრობლემებია.

"ეს მოსმენა ცოტა არათანმიმდევრული მეჩვენება იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც ჩვენ ამერიკაში გვაქვს. სიტყვის თავისუფლება მოიცავს იმ ადამიანების გამოთქმის უფლებასაც, ვისაც არ ვეთანხმებით. სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ძალისხმევა ადრე ორპარტიული იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ისეთი გზებით შეუტია სიტყვის თავისუფლებას, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ცდილობენ, ჩაახშონ და დააშანტაჟონ ისინი, ვინც მათ არ ემორჩილება", - განაცხადა სტივ კოენმა.

დღის ამბები