აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის", - აღნიშნულია განცხადებაში.