20 ივნისი 2026,   07:26
ვრცლად
ავიაკატასტროფას 13 წლის გოგო ემსხვერპლა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ ვაიომინგის მთიან რაიონში პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა და მისი სამი ნათესავი დაშავდა. ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავში სულ 4 მგზავრი იმყოფებოდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩამოვარდნის ადგილზე გაგზავნილმა სამაშველო და სამედიცინო ჯგუფებმა, ერთძრავიანი თვითმფრინავი აღმოაჩინეს, სადაც სამი გადარჩენილი და ერთი დაღუპული მგზავრი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, 13 წლის გოგოს გარდაცვალება ადგილზე დადასტურდა.

"სამი დაშავებული - 11 წლის ბიჭი, 54 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ყველა ერთი ოჯახიდან არის, მათ მძიმე დაზიანებები ჰქონდათ", - აღნიშნულია შერიფის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები