ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკით დატვირთული ნავი ჩაძირეს. ხომალდი ვენესუელიდან შეერთებული შტატების მიმართულებით მიდიოდა. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიოს განმარტებით, ნავი ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნოდა და ამერიკელმა მასზე სასიკვდილო დარტყმა მიიტანეს.