ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დარტყმებს 105 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" ომის "გადამწყვეტი ეტაპის" წინ დგას და ქალაქი ღაზას აღებისთვის ემზადება.