19 ივნისი 2026,   14:20
ვრცლად
ელექტრონული სიგარეტის მოწევამ შესაძლოა ბავშვების ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს — The Guardian

მადრიდში გამართულ კარდიოლოგების კონფერენციაზე ელექტრონული სიგარეტისგან მომდინარე ზიანზე შეშფოთება გამოთქვეს. პროფესორ მაია-ლიზა ლოეხენის თქმით, მოზარდობის ასაკში ელექტრონული სიგარეტის რეგულარული მოხმარება არტერიული წნევის მატებას და არტერიების გამაგრებას იწვევს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ზრდის არითმიის, ინსულტისა და გულის შეტევის რისკს.

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ინსულტის რისკს 32%-ით ზრდის.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გაცხელებისას ელექტრონული სიგარეტის სითხეები გამოყოფს ფორმალდეჰიდს, აცეტალდეჰიდს და სხვა კანცეროგენებს, რომლებიც შლიან სისხლძარღვებს და იწვევენ ანთებას. მათივე განმარტებით, მილიონობით მოზარდი უკვე ამ რისკებს ექვემდებარება.

დღის ამბები