1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მეწყერს სუდანში. მარასმთებში სტიქია რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მთებში მდებარე სოფელ ტარასინში მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.
ქვეყანამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაეროსა და სხვა რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.