დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"ეს გადაწყვეტილება დიპლომატიის დასასრულს არ ნიშნავს" - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ირანისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და სამწუხაროა. თეირანში ამბობენ, რომ ზეწოლას არ დაემორჩილებიან.